მონტევიდეოში ექს-პრეზიდენტ ვასკესს გამოემშვიდობნენ

გამოწერა
მონტევიდეოს მკვიდრები ქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ, რათა ურუგვაის ყოფილი პრეზიდენტი ტაბარე ვასკესი უკანასკნელ გზაზე გაეცილებინათ

ქვეყნის ყოფილი ლიდერი ტაბარე ვასკესი, რომელსაც ფილტვების კიბო ჰქონდა, კვირას, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყოფილ პრეზიდენტს პროცესიაზე კერძო ავტომობილების ესკორტი აცილებდა. ქუჩებში კი ადამიანები ტაშით ემშვიდობებოდნენ ქვეყნის ყოფილ მთავარსარდალს.

„ძალიან მტკივნეული მომენტია ურუგვაელებისთვის, პირველ რიგში მუშათა კლასისთვის, ვინც ყოველთვის იბრძოდა, ყოველთვის სჯეროდა უტოპიის და სჯდეროდა იმის, რომ ამის რეალობად ქცევა შეიძლებოდა“, - განაცხადა მსვლელობის მონაწილე დაიანა ბასადონმა და დაამატა: „ის თითქოს ჩვენი ოჯახის წევრი იყო“.

პროფესიით ონკოლოგი ვასკესი ურუგვაის პრეზიდენტი ორი ვადით იყო - 2005-დან 2010 წლის ჩათვლით და 2015-დან 2020 წლის ჩათვლით.

ყველა ახალი ამბავი
0