მამაკაცის მკვლელობა ფონიჭალაში: ვრცელდება დანაშაულის სავარაუდო ვერსია

© Sputnik / Viktor Kaminskyსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი მაღაზიაში მიდიოდა, რა დროსაც მას გზა გადაუღობეს ავტომობილით და ავტომატური იარაღიდან ჩაცხრილეს

თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ფონიჭალაში მამაკაცის მკვლელობის მოტივის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება სახელდება, იუწყება Rustavi-2.

მოკლულის მეზობლის თქმით, გარდაცვლილი არ იყო კონფლიქტური ადამიანი, მაგრამ მისი ძმა სასჯელს მკვლელობისთვის იხდის, რომლის გამოც შესაძლოა მკვლელობაც მოხდა.

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
თემქაზე მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ მისი ცხედრის დაწვა სცადეს

მამაკაცი მაღაზიაში მიდიოდა, მას გზა გადაუღობეს ავტომობილით და ავტომატიდან ჩაცხრილეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0