მთვარის კალენდარი: 7 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 7 დეკემბერი, ორშაბათი. ამ დღეს მთვარე მართავს. კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

მთვარე ქალწულის ნიშანშია, რაც ნიშნავს, რომ კარგია ახალი საქმეების დაწყება, იღვიძებს საქმიანი და ინტელექტუალური აქტიურობა. ადამიანებში ჩნდება პრაქტიკულობა, პუნქტუალობა, პასუხისმგებლობა, ყურადღება, რაციონალიზმი, სიფრთხილე.

ტყე - Sputnik საქართველო
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

საუკეთესო დღეა ისეთი საქმეების შესასრულებლად, რომლებიც ყურადღებასა და ზუსტ გათვლებს საჭიროებს. არ ღირს გლობალური მნიშვნელობის საკითხების გადაჭრა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება – ამისთვის ინტუიცია არსაკმარისია.

მთვარე ქალწულის ნიშანში რომანტიკული ხანმოკლე ურთიერთობებისთვის არასასურველი პერიოდია, სამაგიეროდ ასეთ დღეებში დაწყებული კავშირი ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული ოჯახის შექმნისთვის არის ხელსაყრელი. ისევე, როგორც საქმიანობაში, პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დეტალები.

რეკომენდებულია ცოდნის დონის ამაღლება, სწავლა, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემა, ურთიერთობები, მოლაპარაკებები, სპონსორობა, განსაკუთრებით შემოქმედებითი დარგების.

ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება, ბევრი მუშაობა, ვაჭრობა, სიზარმაცე.

თმის შეჭრა, შეღებვა: კარგი დღეა სალონში სტუმრობისთვის. შეიძლება თმის როგორც შეჭრა, ისე შეღებვა. თმა მალე გაიზრდება და ფორმასაც შეინარჩუნებს. ასევე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: მთვარე ქალწულის ნიშანშია – ეს ნიშანი საუკეთესოა პრაქტიკულად ნებისმიერი მცენარის დარგვის ან გადარგვისთვის. შეიძლება პიკირება, ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილების, კენკროვანი ბუჩქების დარგვა, ნიადაგის დამუშავება.

არახელსაყრელი დღეა ზამთრის მარაგების გაკეთებისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0