თბილისი, 7 დეკემბერი - Sputnik. ფონიჭალაში, გურამიშვილის ქუჩაზე მამაკაცი ჩაცხრილეს, იუწყება „მთავარი არხი“.
შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კაცი მისსავე საცხოვრებელ სახლთან ჩაცხრილეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.