ჩაანაცვლეთ სხვა პროდუქტებით: დასახელდა შავი პურის საფრთხე

© Pixabayდაჭრილი პური
დაჭრილი პური - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ დღეში ერთი კვერცხის ჭამა დიაბეტის განვითარების რისკს ზრდის.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულებს ექიმები ხშირად ურჩევენ, ჩაანაცვლონ თეთრი პური შავით, მაგრამ ამ პროდუქტის ზოგი სახეობა სახიფათოა, იუწყება გამოცემა Express დიეტოლოგ მაიკლ მოსლიზე დაყრდნობით.

მოხარშული კვერცხი - Sputnik საქართველო
კვერცხი დიაბეტის რისკს 60%-ით ზრდის? გამოქვეყნდა ექსპერიმენტის შედეგები

სპეციალისტი ირწმუნება, რომ შავი პურის ბევრ სახეობაში შემავალი გემოს გამაუმჯობესებელი დანამატები სისხლში შაქრის დონეს ზრდის, ამიტომ დიაბეტით დაავადებულებმა უმჯობესია მიირთვან არა პური, არამედ პარკოსნები და ასევე მთელმარცვლოვანი პროდუქტები: კინოა, ჭვავი, ქერი, ყავისფერი ბრინჯი და სხვ.

აღნიშნული პროდუქტები შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომლებიც ამუხრუჭებს შაქრის მკვეთრ ცვალებადობას, და ასევე უჯრედისს, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას.

მანამდე ჩინეთის, სამხრეთ ავსტრალიისა და კატარის უნივერსიტეტების სწავლულებმა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც 1991–2009 წლებში შეგროვებული 8545 ადამიანის დიეტის მონაცემები შეისწავლეს. კვლევამ, რომლის შედეგებიც გამოქვეყნდა სამედიცინო ჟურნალში British Journal of Nutrition, აჩვენა, რომ დღეში დაახლოებით 38 გრამი ქათმის კვერცხის (ერთი უმი კვერცხის საშუალო წონა 50 გრამია) ჭამა დიაბეტის განვითარების რისკს 25%-ით ზრდიდა. მათ კი, ვინც დღეში 50 გრამ კვერცხს მიირთმევდა, დაავადების შანსი 60%-ით მეტი ჰქონდათ.

ყველა ახალი ამბავი
0