ჩეხეთის პოლიცია პრაღის ცენტრში თავდასხმის გამო საქართველოს მოქალაქეს ეძებს

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს 27 წლის მოქალაქეს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. ჩეხეთის პოლიცია ეძებს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პრაღის ცენტრში თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

ჩეხეთის მასმედიის ინფორმაციით, საქართველოს 27 წლის მოქალაქე პრაღის ცენტრში თავს დაესხა 29 წლის მამაკაცს, რომელიც საავადმყოფოში მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა.

იტალიის პოლიცია - Sputnik საქართველო
ელექტროსამაჯური გადაჭრა და შინაპატიმრობიდან გაიქცა: იტალიაში ქართველი დააკავეს

„ხანგრძლივი ინტენსიური ოპერაციის წყალობით სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებლებმა გამოარკვიეს, რომ ბოროტმოქმედი შესაძლოა იყოს მამაკაცი, რომელსაც უკვე ეძებს საქართველო და რომელიც ანალოგიური დანაშაულის გამო წარსულში უკვე იყო ნასამართლევი“, – აღნიშნა პოლიციის პრეს-მდივანმა ევა კროპაჩოვამ, იუწყება ადგილობრივი მასმედია.

კრიმინალისტებმა თავდასხმა შეაფასეს, როგორც სხეულისთვის მძიმე დაზიანებების მიყენება, ამიტომ ეჭვმიტანილს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მასმედიის ცნობით, პოლიციამ ჩეხეთისა და შენგენის ზონიდან ეჭვმიტანილის შესაძლო გაქცევის კუთხით შესაბამისი ზომები მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0