თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Miho Neiman თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისი-ზუგდიდის მაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ისინი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გადაყვანისთანავე გარდაიცვალა

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. თბილისი-ზუგდიდის მთავარ მაგისტრალზე ჭითაწყარის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ერთ-ერთი დაშავებული გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ორი კი ობსერვაციულ განყოფილებაშია მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებია მობილიზებული.

სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას,  რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0