თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ტრაპიზონის პროვინციაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე, 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ტრაპიზონის პროვინციაში მაჩქას რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სატვირთო ავტომობილი საქართველოში ქალაქ ისკენდერუნიდან მიდიოდა.