Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოსკოვში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Kirill Braga / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია რუსეთში
ვაქცინაცია რუსეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავდაპირველად ვაქცინაცია ჩაუტარდებათ რისკ-ჯგუფებში შემავალ ადამიანებს - განათლების და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებს, საქალაქო სოციალური სამსახურების პერსონალს

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. მოსკოვში პოლიკლინიკების ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის კაბინეტები გაიხსნა, იუწყება РИА Новости.

ჯერჯერობით სულ 70 ასეთი კაბინეტია, წლის ბოლომდე კიდევ 100 გაიხსნება. კაბინეტები დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე მუშაობენ.

თავიდან აიცრებიან რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანები - განათლების, ჯანდაცვის, საქალაქო სოციალური სამსახურების თანამშრომლები. როგორც მერის მოადგილე ანასტასია რაკოვამ განმარტა, ვაქცინაციის უფლება აქვთ არამარტო ექიმებსა და მასწავლებლებს, არამედ სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების სხვა თანამშრომლებს - კლინინგის პერსონალს, უმცროს სამედიცინო პერსონალს, ადმინისტრაციას.

 Sputnik V-ს უცხოეთში გაგზავნა - Sputnik საქართველო
რუსეთმა ვაქცინა „სპუტნიკ  V“ გაეროში წარადგინა

პროცედურა გასაკეთებლად საჭიროა წინასწარი ჩაწერა, რომელიც ვებგვერდ mos.ru-ზე ორი კვირით ადრე არის შესაძლებელი.

მოსკოველებს შეუძლიათ ვაქცინის გაკეთება იმ შემთხვევაში, თუ არიან 18-დან 60 წლამდე ასაკის, არ აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, არ მიუღიათ მონაწილეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კვლევებში, ბოლო 30 დღის განმავლობაში რაიმე სხვა აცრა არ გაუკეთებიათ და არ გადაუტანიათ მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექცია. ასევე საჭიროა პოლიკლინიკაში რეგისტრაციის გავლა. ორსულებისა და მეძუძურ დედებისთვის ვაქცინის გაკეთება ეკრძალებათ.

აცრა ჩატარდება ვაქცინით „სპუტნიკV", რომელიც გამალეის ცენტრშია შექმნილი. ეს პრეპარატი ადამიანის ადენოვირუსული ვექტორების პლატფორმაზეა შექმნილი და მისი ძირითადი უპირატესობებია - უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი გვერდითი შედეგების არარსებობა.

თანდათანობით აცრაზე ჩასაწერად მოქალაქეთა კატეგორიების ჩამონათვალი გაფართოვდება და საბოლოოდ ის დედაქალაქის ყველა მცხოვრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. რუსეთში ამ დროისათვის „სპუტნიკV"-ს ორ მილიონზე მეტი დოზაა წარმოებული.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ტატიანა გოლიკოვას თქმით, მომდევნო კვირის ბოლოსთვის ვაქცინაცია რუსეთის ყველა რეგიონში დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0