ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა

© AP Photo / Shakh Aivazovზურაბ ჟვანია
ზურაბ ჟვანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
2003 წლის „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. ის 2005 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ  ზურაბ ჟვანიას დედა, რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას მეუღლე, ნინო ჟვანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ზურას დედა გარდაიცვალა“, - წერს ნინო ჟვანია.

ზურაბ ჟვანია თანამედროვე ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო. 1995-2001 წლებში იყო პარლამენტის სპიკერი, იყო 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომლის შედეგად პრემიერ-მინისტრი გახდა.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.  ოფიციალური ვერსიით, მისი ტრაგიკული გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა — გამათბობლიდან გამოყოფილი მხუთავი აირით მოწამვლა.

ზურაბ ჟვანიას ხსოვნის უკვდავსაყოფად მისი სახელი მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ მოედანსა და ქუჩას, ასევე ქუთაისში სახელმწიფო ადმინისტრირების უმაღლეს სკოლას, რომლის გახსნის ინიციატორი თავის დროზე თავად იყო. საქართველოს პარლამენტში, რომელშიც ის 1995 წლიდან 2003 წლამდე მუშაობდა, მისი ბიუსტი დგას. მონუმენტი 2006 წლის 9 დეკემბერს დაიდგა, იმ დღეს ზურაბ ჟვანია 43 წლის გახდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0