მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ თოქ-შოუ „პროფილში“ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში თავს კარგად გრძნობს, სვამს წამლებს, რომელიც მადას უზრდის და წონაშიც მოიმატა. ამასთან დაკავშირებით იხუმრა, რომ საბედნიეროდ გათხოვებას მესამედ აღარ აპირებს და ამაზე აღარ დარდობს.
საუბარში მისი მეუღლე, მომღერალი ზურა ხაჩიძე ჩაერთო და „დააბეზღა“, რომ ხათუნა ხანდახან ემუქრება – ისეთ ფორმაში ვარ, მესამე კრუგზე წავალო, რაზეც თავადაც პასუხობს – არ გამომაცხადებინო რომ უცოლო ვარ, თორემ რიგი დადგებაო.
View this post on Instagram
მომღერალი ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც ხათუნას სამკურნალოდ ავსტრიაში წაიყვანს და საბოლოოდ დაამარცხებენ ვერაგ სენს. ზურა ხაჩიძეს არაერთელ უთქვამს, რომ ხშირად უნატრია, მისი მეუღლის ნაცვლად ეს მძიმე დიაგნოზი მისთვის დაესვათ.
View this post on Instagram
ცნობილია, რომ ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. ის სამკურნალოდ ავსტრიაში გამგზავრებას გეგმავს. ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნის შესახებ მათ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს თურქეთში ქიმიოთერაპიის კურსები ჩაუტარდა.