Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამაკაცი შაჰ აბასსაც კი არ გაუუპატიურებია...“ – რატომ დატოვა საქართველო კაბუმ

© Facebook / Photo: KABU / FBკაბუ
კაბუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა აბუაშვილს, იმავე კაბუს ყველა­ იცნობს. რამდენიმეწლიანი ფრანგული ცხოვრების შემდეგ ის, როგორც არაერთი ემიგრანტი, პანდემიისას საქართველოში დაბრუნდა.

რეპერმა კაბუმ, იგივე მსახიობმა კახა აბუაშვილმა საქართველოდან წასვლის რეალურ მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არასწორია ინფორმაცია, თითქოს პოლიტიკური სიტუაციის გამო დატოვა ქვეყანა. როგორც რეპერმა „სიცრუის დეტექტორში” განაცხადა, საქართველოდან მაშინაც კი არ გაქცეულა, როდესაც ქვეყანას ყოფილი ხელისუფლება მართავდა, ხალხს ქუჩაში ესროდნენ, მას კი აიძულებდნენ ხელისუფლებაზე და კონკრეტულად ძალოვან სტრუქტურებზე ემღერა.

კაბუმ აქვე აღნიშნა, რომ მიშა სააკაშვილის დროს დაინდეს კიდეც. „ახლა რომ ვუფიქრდები, მაგრად დამინდეს, თუმცა მაგრად შემაწუხეს. ბეწვზე გადავრჩი. მეუბნებოდნენ იმღერეო, შვილზე და დედაზე არ მქონდა ნამღერი და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ როგორ მემღერა, ან პროკურატურაზე?” – ამბობს რეპერი.

გადაცემაში სტუმრობისას კაბუმ ასევე თქვა, რომ თუ მაშინდელი ხელისუფლების მხარდამჭერი არ იყავი, შენს მიმართ საშინელი აგრესია ჰქონდათ. „ციხეებზე რა ხდებოდა, კარგად იცის ყველამ. მამაკაცი შაჰ აბასსაც არ გაუუპატიურებია, არც ჰიტლერს და არავის გაუკეთებია ეს. ესენი რომ არ გაეკეთებინათ, სიამოვნებით ვუმღერებდი. რატომ არ ვიმღერებდი ადამიანზე, რომელსაც უყვარს ერი და სამშობლო”, – განაცხადა კაბუმ.

კახა აბუაშვილი რამდენიმეწლიანი ფრანგული ცხოვრების შემდეგ პანდემიისას საქართველოში დაბრუნდა, თუმცა მანამდე საფრანგეთის ციხეშიც მოუწია ყოფნამ, სადაც ქურდობის­ ბრალდებით 2018 წლის 18 აპრილს მოხვდა.­ მაშინ სპეცოპერაცია ევროპის ორ ქვეყანაში ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის იყო ოთხი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, მათ შორის - ლაშა შუშანაშვილი. ასევე დააკავეს სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის იყო კახა აბუაშვილიც. დღეს კაბუს ქართული ცხოვრება შემოქმედებითი გეგმებით არის სავსე.

ყველა ახალი ამბავი
0