FIBA-ს გადაწყვეტილებით თებერვლის „ბაბლს“ საქართველო უმასპინძლებს

გამოწერა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2021 წლის თებერვალში საშინაო შეხვედრებში ფინეთისა და სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ჩვენი ნაკრები პირველ ადგილს იკავებს.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩებს მასპინძლის რანგში გამართავს. გადაწყვეტილება ევროპის მმართველი საკალათბურთო ორგანიზაციის, FIBA-ს ბორდის სხდომაზე მიიღეს, იუწყება „პირველი არხი“.

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევი ეტაპის მატჩები FIBA-ს გადაწყვეტილებით ე.წ. „ბაბლის“ სისტემით იმართება.

FIBA-ს ბორდის სხდომა 4 დეკემბერს გაიმართა, რომლის ერთ-ერთი წევრი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილია.

თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა „ევრობასკეტის“ შერჩევაზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

თებერვალში საქართველო საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 და მე-6 ტურის შეხვედრებს უმასპინძლებს. აღნიშნულ ტურებში ჩვენი ნაკრები სერბეთსა და ფინეთს დაუპირისპირდება.

FIBA-მ შესარჩევი ეტაპის „ბაბლის“ სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კორონავირუსის პანდემიის გამო მიიღო. სისტემის თანახმად, ჯგუფის ყველა მონაწილე ნაკრები ერთ ქვეყანაში იკრიბება და მკაცრი სამედიცინო კონტროლის პირობებში თამაშობს.

წინა შემთხვევაში ნოემბრის „ბაბლის“ მასპინძელი ფინეთი იყო, სადაც თითოეულმა ნაკრებმა ორი შეხვედრა გამართა. ჩვენმა გუნდმა ნოემბერში მასპინძელ ფინეთსა და შვეიცარიის ნაკრებს მოუგო, რის შედეგადაც ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

მიუხედავად იმისა, რომ ევრობასკეტ-2022-ზე საქართველო ერთ-ერთი მასპინძელია და საკვალიფიკაციო მატჩებს მისთვის ქულების მხრივ მნიშვნელობა არ აქვს, ნაკრებმა მიმდინარე გათამაშებაში შვეიცარიისა და ფინეთის ნაკრებების გარდა უძლიერესი სერბეთის დამარცხებაც შეძლო და ამჟამად ჯგუფის ლიდერია.

ყველა ახალი ამბავი
0