ბათუმის პორტიდან ექსპორტზე კვირაში ორჯერ 300–300 ტონა მანდარინი გადის

© Pixabay / Olga1205მანდარინი
მანდარინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს. ბოლო მონაცემებით, უკვე ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა სტანდარტული მანდარინი.

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის პორტიდან უკრაინაში ექსპორტზე 300 ტონა მანდარინი გავიდა, იუწყება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, მანდარინი უკრაინაში ბორნით გადააქვთ. ბათუმის პორტიდან გემი „კაუნასი'' კვირაში ორჯერ (პარასკევსა და შაბათს) გავა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან გიორგი სურმანიძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინით იტვირთება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, აღებული მოსავალი კი ექსპორტზეც გადის და ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორნის მეშვეობით კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით 40 000 ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამჟამად მანდარინის ექსპორტი აჭარიდან უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთსა და მოლდოვაში ხორციელდება.

მანდარინი - Sputnik საქართველო
საქართველომ მანდარინის ექსპორტისგან თითქმის ერთი მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ქართული მანდარინი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც, შესაბამისად, მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით აჭარაში შესაბამისი შტაბი მუშაობს.

მიმდინარე წლის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს მოსახლეობისგან 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მისი ჩაბარება ფერმერებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში შეუძლიათ.

ყველა ახალი ამბავი
0