Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ჯანმო COVID-19-ზე იმუნური პასპორტების გაცემას ეწინააღმდეგება

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანმო
ჯანმო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ანტისხეულების დამდგენი ტესტები შემდგომ შესწავლას მოითხოვს მათი სიზუსტის დასადგენად.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეწინააღმდეგება იმუნური პასპორტების გაცემას იმ ადამიანებზე, რომლებმაც უკვე გადაიტანეს COVID-19, განაცხადა ბრიფინგზე ჯანმოს უფროსმა ექსპერტმა კეტრინ სმოლვუდმა.

COVID 19 - ტესტირება - Sputnik საქართველო
არსებობს კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის ორი სცენარი: ჯანმო განმარტავს
„ჯანმოს რეკომენდაციები არ შეცვლილა, ჩვენ არ გავცემთ იმუნური პასპორტების შემოღების რეკომენდაციას. ჩვენ ასევე არ ვიძლევით რეკომენდაციებს [აეროპორტებში] ტესტირებაზე საზღვარზე ვირუსის გადატანის აღმკვეთი ღონისძიების სახით. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ქვეყნები დააკვირდნენ ვირუსის გადაცემას როგორც საკუთარ ტერიტორიებზე, ისე საზღვარგარეთ, და აქედან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილებები მოგზაურობაზე“, — აღნიშნა მან.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულებები, რომ COVID-19-სგან განკურნებული ადამიანი განმეორებით არ დაინფიცირდება. ზოგი ქვეყანა კი უკვე განიხილავს იმ ადამიანებისთვის „იმუნური პასპორტების“ გაცემას, ვისაც დაავადების მიმართ ანტისხეულები აღმოაჩნდება. ამგვარი პასპორტი მფლობელს გადაადგილების უფლებას ანიჭებს.  

გარდა ამისა, ჯანმოში აცხადებენ, რომ ანტისხეულების გამოსავლენი ტესტები შემდგომ კვლევას მოითხოვს მათი სიზუსტის დასადგენად. არასაკმარისად ზუსტმა ტესტმა შეიძლება ადამიანი ჯანმრთელად მიიჩნიოს მაშინ, როცა ის რეალურად ინფიცირებულია, ან პირიქით.

ჯანმოში მიაჩნიათ, რომ ორივე შემთხვევაში შეცდომამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს.

ყველა ახალი ამბავი
0