სერგეენკო ექიმის ამპლუაში: ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კოვიდ-კლინიკაში მორიგეობს

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის" კოვიდ განყოფილებაში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა და კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარებოდა.

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით სერგეენკომ კლინიკა TIM-ის კოვიდ განყოფილებაში მოხალისედ იმუშავა, ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თბილისის მედიცინის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა.

ვიდეოში ჩანს, როგორ მორიგეობს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი კლინიკა „თიმის" კოვიდ განყოფილებაში და კოლეგებს პაციენტების მოვლის პროცესში ეხმარება.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსი ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი და ამჟამად უკვე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მორიგეობდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 8 ათასს აღემატება. გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში 1 342 ადამიანი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0