საქართველოში კოვიდ-ვაქცინაციისთვის სპეციალური ჯგუფი უკვე შეიქმნა

© photo: Sputnik / AFK Sistema / გადასვლა მედიაბანკში ვაქცინა
 ვაქცინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, მოსახლეობისთვის უფასო იქნება.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში კოვიდ-ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ. 

აეროპორტი - Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრის გადმოკვეთის წესები იცვლება

სამუშაო ჯგუფის შექმნის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო აღნიშნულ პროცესს მომზადებული შეხვდეს.

„სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა გულისხმობს ვაქცინის დროულ შემოტანას და ქვეყნის მასშტაბით ყველანაირი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოჯისტიკური კუთხით“, – განაცხადა სიჭინავამ.

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა, სავარაუდოდ, 2021 წლის მარტი–აპრილში იქნება ხელმისაწვდომი.

ვაქცინა, რომელსაც საქართველოს მთავრობა შეისყიდის, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო იქნება. მას შემდეგ, რაც ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაამტკიცებს, იგი ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

პირველ ეტაპზე საქართველოს უფლება აქვს შეიძინოს ვაქცინის ის დოზა, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ახლა ქვეყანამ მოსამზადებელი პერიოდი უნდა გაიაროს. ამ ეტაპზე ხელისუფლება მსოფლიო ბანკის დახმარებით ვაქცინის დანერგვის პროცესის გამართვაზე მუშაობს.

ქვეყანამ უნდა გაიაროს შესაბამისი ეტაპები: საქართველომ ვაქცინის მისაღებად 4 მლნ დოლარი უკვე გადარიცხა და ვაქცინის 700 ათასი დოზა შეუკვეთა.

 

ყველა ახალი ამბავი
0