რამდენით მოიმატებდა პურის ფასი, რომ არა სახელმწიფო სუბსიდია

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, რომ არა სუბსიდირება, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პურის ღირებულება არ მოიმატებს, რადგან სუბსიდირება განხორციელდება, იუწყება „პირველი არხი“ პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებაზე დაყრდნობით.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

„მდგომარეობა ურთულესია, ლარის მდგომარეობა და გლობალურ ბაზრებზე ხორბლის გაძვირება ფოკუსირდება ფასებზე. პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი პროცენტით, ძირითადი ნედლეული პურისთვის არის ფქვილი, ამიტომ ეს არის თავის სატკივარი და საფიქრალი. მინდა დავაფიქსირო, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, რადგან განხორციელდება სუბსიდირება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში არის 2500-ზე მეტი პურის მწარმოებელი, მათ შორის არიან ინდმეწარმეები, სააქციო საზოგადოებები, შპს-ები და ა.შ. მწარმოებელი ბევრია, მაგრამ სუბსიდირების საფუძვლად აღებული იყო ის წარმოებები, რომლებიც ერთ ტონაზე მეტ ფქვილს ხარჯავენ. 10 მილიონი ლარი ტენდერის წესით იმ წისქვილკომბინატებს გადაეცემათ, რომლებიც ფქვილის მიწოდებას უზრუნველყოფენ ამ საწარმოებისთვის.

პური - Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი: პურზე ფასი არ გაიზრდება

მალხაზ დოლიძის თქმით, პურის გაძვირება არ შეეხება ყველაზე მასობრივ 0,5 კგ-იან ე.წ. ქვის პურს. ამას გარდა, მისი თქმით, პურის მწარმოებლებს არც გაზის ახალი გაძვირება შეეხებათ, რაც ახალი წლიდან მოხდება. 

საქართველო წლის განმავლობაში 500–700 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. აქედან მხოლოდ 10%-ია ადგილობრივი წარმოების. დანარჩენი ქვეყანას რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და აშშ-დან შემოაქვს. რუსეთზე ხორბლის იმპორტის 90% მოდის. 

საქართველოს მთავრობამ ერთხელ უკვე გამოიყენა სუბსიდირების გზით პურზე ფასის ზრდის შეკავების მეთოდი. მიმდინარე წლის აპრილში მთავრობამ ფქვილსა და ხორბალზე ფასების შესანარჩუნებლად 5,2 მლნ ლარი დახარჯა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური