სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ფოტომ, სადაც ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს არაორდინარულად აცვია, საზოგადოება გაამხიარულა. „ეტლში იჯდა და 12-მდე ვერ მიასწრო სახლში მისვლა? თუ რა ბაზარია გოგრები?“, „ამან ვეფხვი გაატყავა“, „გია-პარდი“, – წერენ ფოტოს კომენტარებში.
გია (გიორგი) ჯაჯანიძე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახეა ქართულ ტელესივრცეში. მსახიობობით დაწყებული კარიერა მყარი არ გამოდგა და ჯაჯანიძემ ბედი ტელევიზიაში სცადა, და საკმაოდ წარმატებითაც.
View this post on Instagram
მისი თქმით, რთული ცხოვრება ჰქონდა. სტუდენტობის პერიოდში ხშირად საჭმლის ფულიც კი ენატრებოდა. თუმცა, ამჟამად უზრუნველყოფილი ცხოვრება აქვს და ახლა გია ჯაჯანიძე ამერიკასა და ევროპაში ყოველ შვებულებაზე უპრობლემოდ მიემგზავრება. მართალია, პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა, თუმცა გია მხიარულ მეგობრებთან ერთად დაუვიწყარ გართობას საკუთარი სახლის ეზოშიც ახერხებს.