ბრძოლა ბუნებასთან თვითმკვლელობის ტოლფასია, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში
გაეროს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი თქმით, ადამიანები სულ უფრო ღრმად იჭრებიან ცხოველთა საარსებო გარემოში და ანადგურებენ ველურ სივრცეებს, რითაც კაცობრიობა კატასტროფამდე მიჰყავთ

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. კაცობრიობის ბრძოლა ბუნებასთან თვითმკვლელობის ტოლფასია, განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„კაცობრიობა ბუნებას ებრძვის. ეს თვითმკვლელობაა. ბუნება ყოველთვის დარტყმით პასუხობს - და უკვე აკეთებს ამას მზარდი ძალითა და მძვინვარებით“, - განაცხადა გუტერეშმა კოლუმბიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ადამიანები სულ უფრო ღრმად იჭრებიან ცხოველთა საარსებო გარემოში და ანადგურებენ ველურ სივრცეებს, რის გამოც „ჩვენ შეიძლება დავინახოთ, როგორ გადადის ცხოველებიდან ადამიანებზე სულ უფრო მეტი ვირუსი და სხვა ინფექცია“.

COVID 19-ის პანდემია   - Sputnik საქართველო
„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

„არ დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ახალი და წარმოქმნილი ინფექციური დაავადებების 75% ზოონოზური ხასიათისაა“, - აღნიშნა მან.

მისი თქმით, ადამიანის ქცევა ანადგურებს ბიომრავალფეროვნებას, ერთი მილიონი სახეობა გაქრობის საფრთხის წინაშეა, ეკოსისტემები ქრება ჩვენ თვალწინ, უდაბნოები ფართოვდება.

„ყოველ წელს ჩვენ 10 მილიონი ჰექტარ ტყის ფართობს ვკარგავთ“, - განაცხადა გუტერეშმა.

როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, „მსოფლიო ოკეანე გამოფიტულია და პლასტიკურ ნარჩენებში იხრჩობა“, მარჯნის რიფები იღუპება.

„ჰაერისა და წყლის დაბინძურების გამო ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი კვდება, რაც ექვსჯერ და მეტჯერ აღემატება პანდემიით გამოწვეულ დღევანდელ დანაკარგს“, - ხაზი გაუსვა მან.

როგორც გუტერეშმა მიუთითა, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ორი მოხსენება ცხადყოფს, რამდენად ახლოს არიან ადამიანები კლიმატურ კატასტროფასთან.

ყველა ახალი ამბავი
0