თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ბიტკოინმა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა — მისმა ღირებულებამ 1 დეკემბერს 19,9 ათას დოლარს მიაღწია Coindesk-ის ბირჟაზე, იუწყება BBC.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ გაიზრდება და ის 22 ათას დოლარს მიაღწევს.
აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მკვეთრად იზრდება. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ის დაახლოებით 11 ათასი დოლარი ღირდა. წლის დასაწყისიდან მისმა ფასმა 2,7-ჯერ მოიმატა.
ბიტკოინის ღირებულების წინა მაქსიმუმი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა მისი ფასი 20 ათას დოლარს მიუახლოვდა. თუმცა შემდეგ ფასი მკვეთრად შემცირდა და უკვე 2018 წელს 3,2 ათას დოლარამდე დაეცა.