ავარია ბათუმი-თბილისის მაგისტრალზე: დაიღუპა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, სამარშრუტო ტაქსი ფოთიდან გადაადგილდებოდა და გზაზე მიმავალ სატვირთოს შეეჯახა

თბილისი, 2 დეკემბერია - Sputnik. ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე სოფელ სუფსასთან ერთმანეთს ტრაილერი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, იუწყება ტელეარხი Rustavi 2.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ საღამოს ქვეითთან შეჯახების ორი შემთხვევა მოხდა: არის მსხვერპლი

ტელეარხის მონაცემებით, სამარშრუტო ტაქსი ფოთიდან გადაადგილდებოდა და მასში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებია მობილიზებული. მძღოლის ცხედარი პროზექტურაში ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

შსს-ს ბოლო მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში მოხდა 3 644 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა. ავარიებმა 337 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 5 ათასზე მეტი ადამიანი კი  დაშავდა.

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, მესამე ადგილზე - დისტანციის დარღვევა მოძრაობისას.

ყველა ახალი ამბავი
0