მიმოხილვა: აეროპორტი სტეფანაკერტში — სამხედრო საჭიროებიდან სამოქალაქო გამოყენებამდე

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსი სამხედროების საველე ჰოსპიტალი სტეპენაკერტში
რუსი სამხედროების საველე ჰოსპიტალი სტეპენაკერტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტეფანაკერტის აეროდრომის რეკონსტრუქცია–მოდერნიზაცია რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავების მიღებას გახდის შესაძლებელს, შექმნის ახალ საოპერაციო შესაძლებლობებს, გადაჭრის სამხედრო დაჯგუფების მომარაგების ბევრ პრობლემას.

ყარაბაღს სომხეთთან მხოლოდ 5 კმ სიგანის ლაჩინის დერეფანი აკავშირებს. გზას რუსი სამშვიდობოები აკონტროლებენ, მაგრამ მაინც უკიდურესად მოწყვლადად რჩება რეგიონში ვითარების გამწვავების შემთხვევაში. პერსპექტივაში არის საკმაოდ რთული გზის (დერეფნის) მშენებლობა და აზერბაიჯანისთვის ქალაქ ლაჩინის გადაცემა. მაგრამ ადამიანებისა და ტვირთების ოპერატიული გადაზიდვა უკვე დღესაა აუცილებელი.

რუსი გამნაღმველები ყარაბაღში - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: განაღმვის პერსპექტივები მთიან ყარაბაღში

სტეფანაკერტიდან ერევნამდე (ერებუნის ავიაბაზა) საავტომობილო გზა 320 კმ-ია. სამშვიდობოები ოპერაციის პირველ დღეებში ამ მარშრუტით მიემგზავრებოდნენ სტეფანაკერტისკენ. 28 ნოემბრიდან კი ახალი მარშრუტი აითვისეს: ტვირთითა და ტექნიკით სავსე ვაგონები აზერბაიჯანის სარკინიგზო სადგურ ბარდაში ჩადის და იქიდან ავტომობილებზე იტვირთება. აქედან სტეფანაკერტამდე 100 კმ-ია. თუმცა მაინც გრძელი გზაა.

ქვედანაყოფების, ტექნიკისა და ტვირთების ასობით კილომეტრზე ოპერატიულად გადასროლა მთიანი ყარაბაღის პირობებში რთული სამხედრო ოპერაციის ტოლფასია. წელიწადში ორჯერ მოხდება სამშვიდობოების პირადი შემადგენლობის როტაცია. რეგიონში ვითარების გამწვავებას შეიძლება დამატებითი ძალები და სახსრები დასჭირდეს. ამასთან სტეფანაკერტიდან ცხრა კილომეტრში მდებარეობს ხანკენდის აეროპორტი, რომელსაც ჰოპოთეტურად აქვს უნარი, მიიღოს მძიმე სამხედრო–სატრანსპორტო ავიაცია.

ფრენები აქ 1990-იანების დასაწყისში შეწყდა საომარი მოქმედებების გამო. 2020 წლის სექტემბერ–ოქტომბერში აეროპორტის ინფრასტრუქტურა აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო დარტყმებმა დააზიანა, მაგრამ ასაფრენ–დასაჯდომი ზოლის სიგრძე 2200 მეტრია. ადგილის რელიეფი იძლევა შესაძლებლობას, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ზოლი 1000 მეტრით დაგრძელდეს და მის გვერდით მეორეც გაკეთდეს. ამ აეროპორტის აღდგენისა და მოდერნიზაციის ფასი შეიძლება იმაზე ძვირი არც აღმოჩნდეს, რაც მრავალი წლის განმავლობაში რეისების განხორციელებას დასჭირდება. ამას პლუს უზარამაზარი ძალებისა და დროის ხარჯვა.  

თურქი ჯარისკაცები აზერბაიჯანში - Sputnik საქართველო
მოსაზრება: რისთვის შეჰყავს თურქეთს ჯარები აზერბაიჯანში

გარდა ამისა, სტეფანაკერტის სიახლოვეს მდებარე აეროპორტი ასევე შეიძლება გახდეს სამოქალაქო ტვირთების გადაზიდვის ლოგისტიკური ცენტრიცა და მთიანი ყარაბაღის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი შემადგენელიც.

გრძელი და სახიფათო გზა

რუსი სამშვიდობოები 23 სადამკვირვებლო პუნქტიდან 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მთიან ყარაბაღში, უზრუნველყოფენ ავტომობილების უსაფრთხო მოძრაობასა და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას ლაჩინის დერეფნის გავლით. 14 ნოემრიდან საკუთარ სახლებს 26 ათასზე მეტი დევნილი დაუბრუნდა. რეგიონში აქტიურად მუშაობენ რუსი გამნაღმველები, სამხედრო ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები.

სამშვიდობო ამოცანების გადაჭრა მუდმივ მობილურობას მოითხოვს. სპეციალური პროტოკოლი, რომელსაც მოსკოვი და ბაქო აწერენ ხელს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების განბლოკვას მოიაზრებს. აშკარაა, ეს დოკუმენტი ხსნის აკრძალვებს არა მარტო მიწაზე, არამედ ჰაერშიც — მხედველობაში გვაქვს სტეფანაკერტის აეროპორტში ფრენები. რუსეთიდან პირდაპირი მარშრუტი ლოგისტიკისა და მომარაგების ბევრ პრობლემას გადაჭრიდა, შექმნიდა ახალ საოპერაციო შესაძლებლობებს სამშვიდობო ბრიგადისთვის.

მანამდე საქართველომ, აზერბაიჯანისა და სომხეთის თხოვნით, თავისი საჰაერო სივრცე გაუხსნა რუსეთის სამხედრო–სატრანსპორტო ავიაციას, რათა თვითმფრინავები ერევანში ჩასულიყო. იქიდან ტექნიკას გრძელი გზა ელოდა სტეფანაკერტამდე.

რუსი სამშვიდობოები - Sputnik საქართველო
მიმოხილვა: სამშვიდობო ოპერაციების რეიტინგი მთიან ყარაბაღში

დახურული ცა

სტეფანაკერტის აეროდრომი 2012 წელს გარემონტდა და თვითმფრინავების მისაღებადაც მზად იყო. მაგრამ ამას ბაქომ შეუშალა ხელი. სამმხრივი შეთანხმების დადებისა და რუსეთის სამშვიდობო ოპერაციის დაწყების შემდეგ კი რეგიონში ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა. დროა გადაიხედოს მიდგომები ფრენების უსაფრთხოების მიმართ და გაუქმდეს აკრძალვები. მით უმეტეს, რომ აზერბაიჯანულ–სომხური „ჩათვლების“ პრეცედენტები აღარ არსებობს: ბაქოდან რეისები ნახჭევანში სომხეთის თავზე გამავალი საერთაშორისო დერეფნებით ხორციელდება და სომხური ავიაკომპანიებიც იყენებენ საერთაშორისო დაცულ საჰაერო დერეფნებს აზერბაიჯანის თავზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს განაცხადა:

„დადგება დღე, როცა მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები, რომლებიც იქ აუცილებლად დაბრუნდებიან, კვლავ კეთილმეზობლურად იცხოვრებენ. არსებობს ლოგისტიკური საკითხები, სატრანსპორტო საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოება. ჩვენ ყველა ამ საკითხს განვიხილავთ“.

და ეს საიმედო განცხადებაა. თუ მაღალმთიანი აეროპორტი ფრთებს მალე გაისწორებს, ეს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას წაადგება.

ყველა ახალი ამბავი
0