Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აღარ მომწონს ჩემი თავი, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი“ – რაზე დამოკიდებული გახდა ტელეწამყვანი

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი და მოდელი თიკა ფაცაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარი პრობლემის შესახებ საჯაროდ საუბრობს.

თიკა ფაცაციამ სოციალურ ქსელში ახალი აქცია ჰეშთეგით #ნამდვილიმე წამოიწყო. როგორც „ინსტაგრამის“ „სთორიში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფაცაცია განმარტავს, ამის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც აღმოაჩინა, რომ ძალიან გახდა დამოკიდებული „ინსტაგრამ-ფილტრებზე“, რომელიც ვიზუალს იდეალურს ხდის.

„ამ ფილტრების გამოყენების შემდეგ მივხვდი, რომ აღარ მომწონს ჩემი თავი, გარეგნობა, აღარც ცხვირი, ტუჩი, თვალი და წარბი, თვალის ფერიც კი. გადავწყვიტე, რომ უარი ვთქვა ფილტრებზე და ვიცი, ჩემნაირი კიდევ ბევრია. ამიტომ მოდით, უარი ვთქვათ ხელოვნურობაზე და შევიყვაროთ ჩვენი თავი ისეთი, როგორებიც ვართ“, – აღნიშნავს ტელეწამყვანი.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

ცოტა ხნის წინ ყოფილმა მოდელმა კორონავირუსი დაამარცხა. მისი ქარიზმატული ხასიათი ეკრანს და კონცერტებს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს. ტელეარხებზე გასული რეიტინგული შოუები თიკა ფაცაციას წამყვანობით ძალიან პოპულარულია. მოქნილი და მიმზიდველი წამყვანი ინდივიდუალიზმის გამო ყველამ შეიყვარა. აღსანიშნავია, რომ ქართულ შოუბიზნესში თიკა ფაცაცია ერთადერთი ვარსკვლავია, რომელმაც კარიერა სკანდალებისა და გახმაურებული ისტორიების გარეშე შეიქმნა.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

არ ნელდება თიკა ფაცაციას მეუღლის მიმართ ინტერესიც. ფაცაციას მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა. თიკამ დავით ანთელიძეზე 17 წლის ასაკში იქორწინა. მეუღლე მასზე გაცილებით უფროსია, თუმცა წყვილის ქორწინება მყარი გამოდგა. დავით ანთელიძეს არ უყვარს საჯარო ადგილებში გამოჩენა და თავს არიდებს კამერებს.

View this post on Instagram

A post shared by tika (@tikapatsatsia)

პირად ცხოვრებაზე არც ფაცაციას უყვარს საუბარი. მათი ოჯახი მრავალი წლის წინ შეიქმნა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა თიკა კარიერას იწყებდა. დავით ანთელიძე მაშინ ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა პირადად გაეცნო. თიკას და დავითს სამი ვაჟი ჰყავთ, უფროსი თვრამეტი წლისაა, უმცროსი − ხუთის. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ფორმაში ყოფნის სტიმულს მისი მეუღლე აძლევს.

ყველა ახალი ამბავი
0