თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. „თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე“ შეიარაღებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ პირთა დაკავების მიზნით პოლიცია ინტენსიურ ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შსს-ს პრეს-სამსახურში.
თავდამსხმელთა რაოდენობისა და თავდასხმის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი მონაცემებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.