საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს

© photo: courtesy of Georgia red crossწითელი ჯვარი
წითელი ჯვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისი მოლის“ ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმოდო აქციაში

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ კვლავ განაახლა კამპანია სოციალურად დაუცველი მარტოხელა ხანდაზმულებისა და კოვიდდადასტურებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად, ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს“ წითელი ჯვრის საზოგადოებაში განუცხადეს.

„თბილისი მოლის“ ჰიპერმარკეტ „კარფურის“ ფილიალის მომხმარებლებს საშუალება აქვთ შეიძინონ ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს წითელი ჯვრის მიერ შემუშავებული საჭიროებების სპეციალური სიიდან და მონაწილეობა მიიღონ ქველმოქმედებაში.

საქველმოქმედო კამპანიას ეტაპობრივად „კარფურის“ სხვა ფილიალებიც შეუერთდებიან.

© courtesy of Georgia red crossწითელი ჯვარი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

„ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ აღნიშნული პროექტი გაზაფხულზე, როდესაც მოქალაქეების მაღალი აქტივობით შეგროვდა ამანათების ძალიან დიდი რაოდენობა და საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეების თავდაუზოგავი შრომით ჩვენ შევძელით უამრავი ადამიანის დახმარება ქვეყნის მასშტაბით. მინდა მოვუწოდო ყველა ჰიპერმარკეტს, ჩაერთონ ამ საქველმოქმედო კამპანიაში“, - განაცხადა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად აქტიურად აწარმოებს სხვადასხვა სახის კამპანიას. ამ აქტივობების ფარგლებში ვრცელდება საინფორმაციო მასალები და სწორი მესიჯები ვირუსის გავრცელების გზების, პირადი უსაფრთხოების რეკომენდაციებისა და თვითიზოლაციის შესახებ.

© photo: courtesy of Georgia red crossწითელი ჯვარი
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება საქველმოქმედო კამპანიებს აქტიურად აგრძელებს - Sputnik საქართველო
წითელი ჯვარი

ამასთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფ პაციენტებს კორონავირუსის მსუბუქი მიმდინარეობისას საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცხელი ხაზის საშუალებით უფასო კონსულტაციით სარგებლობა შეუძლიათ.

COVID-19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ინიციატივით შექმნილი ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური დახმარების საკოორდინაციო პლატფორმა აერთიანებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებს, რომლებიც მოსახლეობას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალურ დახმარებას უფასოდ სთავაზობენ.

ყველა ახალი ამბავი
0