კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია

© Sputnik / Viktor Kaminskyეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.759 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.595 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 623, იმერეთი – 392, კახეთი – 253, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 237, გურია – 152, ქართლი – 139, შიდა ქართლი – 127, მცხეთა-მთიანეთი – 126, სამცხე-ჯავახეთი – 72, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 43. 
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3.574 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 117.560-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1.303 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.454 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.366 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.744, იმერეთში – 1.256, აჭარაში – 997.

1.003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათ შორის, თბილისში – 185, აჭარაში – 56, იმერეთში – 44. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 3.708 ადამიანი, მათ შორის, 1.920 – აჭარაში, თბილისში – 1.243, იმერეთში – 266. 10.380 პირი მკურნალობს ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 1.978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 456, აჭარაში – 1.089, ხოლო იმერეთში – 35.

თვითიზოლაციაში იმყოფება 51.282 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 18.787 პირი, აჭარაში – 11.362, იმერეთში – 5.080.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0