ბათუმში საპროტესტო აქციაზე ისევ პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა

© Sputnik / Seyran Baroyanდაპირისპირება ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში
დაპირისპირება ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამშაბათს აჭარის მთავრობის სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ტარდება – ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით აქციის ორი მონაწილე დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

აჭარის მთავრობის დღევანდელი სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე იმართება – აქტივისტები აჭარის მთავრობის მეთაურთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. შეკრებილებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს, რაც მხარეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

შეტაკება აქციაზე - Sputnik საქართველო
„დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ..." – ოპოზიციონერი სკანდალის ობიექტი გახდა

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მომიტინგეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.

საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თორნიკე რიჟვაძემაც.

„თითოეული რიგითი ბათუმელი დაიღალა ეგრეთ წოდებული მარგინალების პროტესტისგან, რომლებიც ყველა ზღვარს გადადიან. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ 20 ადამიანისგან შემდგარ ამ ბანდას, რომ არც პარტია და არც თქვენი გაქცეული ლიდერი არ ღირს იმად, რომ თქვენ უღირს საქციელზე, იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ, მთელი აჭარა ლაპარაკობდეს“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ბათუმში საპროტესტო აქციები უწყვეტ რეჟიმში 8 ნოემბრიდან ტარდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნებია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. აჭარის მთავრობის სახლის წინ რამდენიმე კვირაა კარვებია გაშლილი.

ყველა ახალი ამბავი
0