რუსეთისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

© photo: Sputnik / Dmitry Astakhovსომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის მთავრობის მეთაური მიხაილ მიშუსტინი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და რუსეთის მთავრობის მეთაური მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომა, რომელიც 4 დეკემბერს მოსკოვში უნდა გამართულიყო, შესაძლოა ონლაინრეჟიმში ჩატარდეს

თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. ორშაბათს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის მთავრობის მეთაურ მიხაილ მიშუსტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა, იუწყება Sputnik-სომხეთი სომხეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

მხარეებმა სომხურ–რუსული სამოკავშირეო ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

მიხაილ მიშუსტინმა აღნიშნა, რომ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ევრაზიის ეკონომიკურ კომისიას ევრაზიის მთავრობათაშორისი საბჭოს სხდომის ონლაინრეჟიმში ჩატარების თხოვნით მიმართა.

სხდომა მოსკოვში 4 დეკემბერს უნდა გამართულიყო.

ყველა ახალი ამბავი
0