„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ

© Sputnik / STRINGERაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა, რაც დღეს პარლამენტთან გააპროტესტეს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

საპროტესტო აქცია მოძრაობის „საქართველოსთვის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულს უწოდებს. აქციის მონაწილეებმა ასევე მოითხოვეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. 

© Sputnik / STRINGERოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა
„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან კარვების გაშლა გადაწყვიტეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

აქციის მონაწილეებმა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს მშვიდობიანი აქციის გამართვაც დააანონსეს. 

© Sputnik / STRINGERოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა
„არა შეზღუდვებს!“ – პარლამენტთან კარვების გაშლას შეეცადნენ - Sputnik საქართველო
ოპოზიცია პარლამენტის წინ კარვების გაშლას შეეცადა

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. ინფიცირებულთა ზრდის მაჩვენებლის შეკავების მიზნით ხელისუფლებამ 28 ნოემბრიდან რიგი შეზღუდვები დააწესა. ყველაზე სერიოზული შეზღუდვები შვიდ დიდ ქალაქში მოქმედებს – არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები (გარდა აგრარული ბაზრისა), ფიტნეს–დარბაზები და აუზები და ა.შ. გარდა ამისა, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება ქუჩაში როგორც ქვეითების, ისე ტრანსპორტის გადაადგილება.

ყველა ახალი ამბავი
0