ოპოზიცია ბათუმში შეზღუდვებისგან თავისუფალი კვარტლის მოწყობას აპირებს

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში. 29,11,2020
საპროტესტო აქცია ბათუმში. 29,11,2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ადამიანებს, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, დაეხმარონ სხვა ინფიცირებულებს საავადმყოფოებში გადაყვანაში

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ბათუმში მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს გადასატანი ჯიხური და შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობის კვარტლის მოწყობა დააანონსეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი გადასატან ჯიხურში მოაწყობენ კაფე-ბარს სახელწოდებით „არ დაუთმო!“ და კიდევ რამდენიმე მაღაზიას გახსნიან. მათ შორის ტექნიკის მაღაზიაც კი იქნება.

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში. 29.11.2020
ოპოზიცია ბათუმში შეზღუდვებისგან თავისუფალი კვარტლის მოწყობას აპირებს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ბათუმში. 29.11.2020

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის, ბექა დიასამიძის თქმით, ჯიხურების მოსაწყობად ნებართვა არ დასჭირდებათ, ხოლო უმუშევრად დარჩენილი ადამიანები მცირედი თანხის გამომუშავებას შეძლებენ.

„ადამიანები დარჩნენ უმუშევრები. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს მოიტანონ აქ, მაგალითად, სუვენირები, ტანსაცმელი და გაყიდონ… ხვალისთვის ველოდებით ჯიხურებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ვინ იქნებიან ამ ჯიხურებში, ვესაუბრეთ გარემოვაჭრეებსაც“, – აცხადებს ბექა დიასამიძე.

ოპოზიციის ლიდერებმა ასევე „სახალხო მერიის“ შექმნაც დააანონსეს. „ლელოს“ წარმომადგენლის, ლევან ანთიძის თქმით,  იმ მოქალაქეებმა, ვისაც კოვიდინფექცია გადატანილი აქვს და ავტომანქანას ფლობს, სხვა ინფიცირებულებს უნდა დაეხმარონ ტრანსპორტირებაში, რადგან სასწრაფო სამსახური ინფიცირებულებს ვეღარ აუდის.

© Sputnik / Seyran Baroyanსაპროტესტო აქცია ბათუმში. 29.11.2020
ოპოზიცია ბათუმში შეზღუდვებისგან თავისუფალი კვარტლის მოწყობას აპირებს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქცია ბათუმში. 29.11.2020

კოვიდინფექციის შესაკავებლად 28 ნოემბრიდან საქართველოში მთელი რიგი შეზღუდვები ამოქმედდა. ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებში, სადაც გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, ტანსაცმლის ბაზრობები, სპორტდარბაზები და აუზები.

საპროტესტო აქციები აჭარაში 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მონაწილეები არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რადგან მათ გაყალბებულად მიიჩნევენ.

ყველა ახალი ამბავი
0