ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და ივარჯიშოთ

© photo : courtesy of Girchiზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გირჩის“ ლიდერი ფართს სავარჯიშო ინვენტართან ერთად როგორც საცხოვრებელ სახლს იმ დრომდე ქირაობს, სანამ დამატებითი შეზღუდვები იმოქმედებს

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Facebook-ზე ონლაინ-ჩართვისას განაცხადა.

მანამდე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შპს „ონლაინ მეჯიქ“ ე. წ. „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. ამის გამო იურიდიული პირი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. 

„საჯაროდ ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ სტუმრად ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ. ხვალიდან არავის არ აქვს უფლება, რომ აქ შემოვიდეს, რადგან ეს ჩემი სახლია და შრომის ინსპექციას თუ უნდა, შემოვიდეს და ნახოს, სალარო აპარატი მუშაობს თუ არა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
Батумский фитнес - центр Реформер - Sputnik საქართველო
შრომის ინსპექციამ შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე რამდენიმე ობიექტი დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ კი განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. „იზოლაციისა და კარანტინის წესების“ მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 248-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საქართველოში 28 ნოემბრიდან მკვეთრად გაუარესებული ეპიდვითარების გამო ხელისუფლების მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრამდე იქნება ძალაში.

შეზღუდვების მიხედვით, რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის სერვისზე. აიკრძალა ფიტნეს-დარბაზების და აუზების საქმიანობა. გარდა ამისა, მოქმედებს სხვა მთელი რიგი შეზღუდვები.

 

ყველა ახალი ამბავი
0