ჩეჩნეთის მთებში გადაღებების დროს რუსი ჟურნალისტი დაიღუპა

© photo: Sputnik / Said Tsarnayev / გადასვლა მედიაბანკშიიტუმ-კალინის რაიონი ჩეჩნეთში
იტუმ-კალინის რაიონი ჩეჩნეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაღუპულის ცხედრის სამძებრო ოპერაციას ადგილის მიუდგომელი ლანდშაფტი ართულებდა: გზის დიდი ნაწილი ფეხით იყო გასავლელი

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. რუსი ფოტოგრაფი საიდ-ხუსეინ ცარნაევი, რომელიც ბოლო დროს მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ შტატგარეშე ფოტოკორესპონდენტად მუშაობდა, ჩეჩნეთში იტუმ-კალინის რაიონის მთებში გადაღებების დროს დაიღუპა.

„უბედური შემთხვევა გალანჩოჟის რაიონში, მიუდგომელ ტერიტორიაზე მოხდა, მაშველებმა ცხედრის ამოყვანა ზედაპირზე შეძლეს. გარდაცვლილი - ფოტოგრაფი საიდ-ხუსეინ ცარნაევია“, - განუცხადეს РИА НОВОСТИ-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულის ცხედრის სამძებრო ოპერაციას ადგილის მიუდგომელი ლანდშაფტი ართულებდა: გზის დიდი ნაწილი ფეხით იყო გასავლელი. გარდა ამისა, აღნიშნულ რაიონში მობილური კავშირი არ არსებობს. სამძებრო ოპერაციაში ჩეჩნეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები, პოლიციელები და მესაზღვრეები მონაწილეობდნენ.

როგორც მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიას“ პრესსამსახურში განაცხადეს, ცარნაევის ფოტორეპორტაჟების ძირითადი თემები იყო ჩეჩნეთის, დაღესტნის, ინგუშეთის, ჩრდილო ოსეთის ძველი და ახალი ისტორია.

საიდ ცარნაევი უამრავი რუსული ფოტოგრაფიული პრემიის მფლობელია. 

ყველა ახალი ამბავი
0