თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4 426-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 132 368-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 110 049 ადამიანი (ბოლო 24 საათში - 3 721), გარდაიცვალა – 1 230 (ბოლო 24 საათში - 35), კარანტინის რეჟიმშია 2 033, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 373 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 945 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.