საქართველოში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები იზრდება

© Sputnik / Levan Avlabreliელიავას ბაზრობა
ელიავას ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ წელიწადში ფასები ძირითადად გადამამუშავებელი და სამთო მრეწველობის, ასევე კვების პროდუქტებზე გაიზარდა.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. 2020 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
ფინანსთა მინისტრი: შეზღუდვები ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე აისახება

ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,4%-ით, მათ შორის, კვების პროდუქტებზე – 10,6%-ით და სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 20,4%-ით.

სექტემბერთან შედარებით, ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციაზე ფასები 1,7%-ით გაიზარდა.

ადგილობრივი წარმოება

ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე ფასები 6,5%-ით გაიზარდა.

ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა გადამამუშავებელ მრეწველობაში – 7,9%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 7,7%-ით.

ექსპორტი და იმპორტი

ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,4%-ით გაიზარდა. 

ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
საქართველოში ექსპორტ–იმპორტი ვარდნას განაგრძობს

სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 36,6%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 7,7%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 18,7%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 6,4%-ით.

საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 3,3%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასები

ოქტომბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 3,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ს შეადგენს). სურსათზე ფასები 5,5%-ით გაიზარდა. ექსპერტები ფასების ზრდას კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს უკავშირებენ.

2019 წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა ლარის გაცვლითი კურსის დაცემის შემდეგ ინფლაციაზე ზეწოლის განეიტრალების მიზნით. რეფინანსირების განაკვეთი ამ პერიოდში 6,5%-დან 9%-მდე გაიზარდა. თუმცა, კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის დაწყების შემდეგ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა.

ყველა ახალი ამბავი
0