საქართველო ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველო ათ ქვეყანასთან ერთად შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების გაგრძელებასთან დაკავშირებით ორი დიდი ტერორისტული ორგანიზაციის – „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ალ–ქაიდას“ წინააღმდეგ, ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროპის საბჭომ ამ ორგანიზაციების, ასევე მათთან დაკავშირებული პირების, ჯგუფების, საწარმოებისა და ოგანიზაციების წინააღმდეგ ყველა არსებული სანქციის 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

სალომე ზურაბიშვილისა და მაიკ პომპეოს სამუშაო შეხვედრა - Sputnik საქართველო
პომპეო: საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

ევროკავშირის მონაცემებით, სანქციების გაგრძელებას, საქართველოს გარდა, შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ისლანდია, ლიხტენშტეინი, უკრაინა, მოლდოვა და სომხეთი.

„ისინი (ეს ქვეყნები) უზრუნველყოფენ თავიანთი ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობას საბჭოს გადაწყვეტილებასთან. ევროპის კავშირი მხედველობაში იღებს ამ ვალდებულებას და მიესალმება მას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სანქციების გაგრძელების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2020 წლის 20 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

ყველა ახალი ამბავი
0