თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.780-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 123.470-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 102.270 ადამიანი, გარდაიცვალა – 1.161, კარანტინის რეჟიმშია 2.114, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.251 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.863 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.