Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„დაიბადა მარიამ გუგუშვილი-გორჯესტანი“ – სალომე ზურაბიშვილი ბებია გახდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად
სალომე ზურაბიშვილი შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტს პირველი შვილიშვილი შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი ახალშობილის პირველ ფოტოს აქვეყნებს.

საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში მცხოვრებ ვაჟს შვილი შეეძინა. სალომე ზურაბიშვილი 68 წლის ასაკში ბებია პირველად გახდა. მან ამის შესახებ Instagram-ის პირად გვერდზე დაწერა. „დაიბადა მარიამ გუგუშვილი-გორჯესტანი“, - დაწერა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკვე მილოცვებს იღებს. პრეზიდენტის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა გასულ წელს ფრანგ გოგონაზე, კონსტანსაზე იქორწინა. წყვილმა გრანდიოზული ქორწილი საქართველოში გადაიხადა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­ლო­მე ზურაბიშვილის შვი­ლე­ბი – ქალ-ვაჟი ქე­თე­ვა­ნი და თე­მუ­რი საფ­რან­გეთ­ში, პა­რიზ­ში გა­ი­ზარ­დნენ. იქ, სა­დაც და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და მათი დედა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ოჯახ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ პოლიტიკოსი ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წის ნიკო ნი­კო­ლა­ძის შთამომავალია, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ემიგ­რა­ცი­ის მოღ­ვა­წის, წლე­ბის მან­ძილ­ზე საფ­რან­გე­თის ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს თავ­მჯდო­მა­რის ლე­ვან ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის შვი­ლი. მას შვი­ლე­ბი პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან შე­ე­ძი­ნა.

ყველა ახალი ამბავი
0