Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა იოანე ოქროპირი
წმიდა იოანე ოქროპირი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წმინდა მამა, ქრისტიანულ ეკლესიაში. იგი არის ცნობილი თავისი მჭერვმეტყველობითი ქადაგებებით და საზოგადო საუბრებით. იგი მკაცრად ეწინაამღდეგებოდა ადამიანებს (ორივეს საეკლესიოს და საეროს) ვინც უღირსად იყენებდა თანამდებობას. ასევე “იოანე ოქროპირის ლიტუგიით” და მკაცრი ასკეტური მოღვაწეობით. მისი გარდაცვალების შემდგომ 407 წელს (ზოგი წყაროს თანახმად) მას მიენიჭა სახელი Χρυσόστομος (ხრისოსტომოს), ბერძნულად, რაც ნიშნავს “ოქროპირს.”
წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა.
381 წელს იოანე ეკურთხა დიაკვნად წმინდა მელიტიუს ანტიოქიელის მიერ, რომელიც იმ დროს არ იყო ზიარებაში ალექსანდრიასთან და რომთან. მილიტიუსის გარდაცვალების შემდეგ მან თავი აარიდა პაულინიუსთან (ვინც იყო მეტოქე მილიტიუსის)ბრძოლას, მაგრამ პაულინიუსის გარდაცვალების შემდგომ იგი ეკურთხა მღვდლად 386 წელს ევაგრეს პაულინიუსის მემკვიდრის მიერ, თითქოს თავის მოვალეობისთვის იყო გაჩენილი, რომ გაეერთებინა ანლექსანდრიისა და რომის საპატრიარქოები ანტიოქიასთან, რამაც განაპირობა პირველად 70 წლის განმავლობაში გაერთიანება ამ სამი საპატრიარქოსი.
ანტიოქიაში 12 წლის განმავლობაში (386-397) მან სახელი გაითქვა თავისი მჭერმეტყველური ქადაგებებით, ოქროს ეკლესიაში, რომელიც იყო ანტიოქიის საკათედრო ტაძარი. მრევლს განსაკუთრებით მოსწონდა მისი ნიჭი ბიბლიის განმართების და მორალური სწავლების გადმოცემის. ყველაზე ძვირფასი მისი ნაშრომებიდან არის “ქადაგებანი” სხვადასხვა თემებზე ბიბლიიდან. იგი თვითონ არ წერდა, მის ქადაგებებს მონაზვნები იწერდნენ. იგი ხაზს უსვამდა მოწყალების გაცემას, და გაჭირვებულთა დახმარებას. წმინდა იოანე საჯაროდ ამხელდა სიმდიდრის მქონე ადამიანებს ვინც არასწორად იყენებდა სიმდიდრეს მხოლოდ თავიანთი კეთილდღეობისათვის.
წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე
წმიდა მოწამენი: ანტონინე, ნიკიფორე და გერმანე პალესტინის კესარიაში ეწამნენ ქრისტესთვის 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას. ჭეშმარიტი სარწმუნოების მხნე აღსარებისთვის უღმრთოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მანეფა
წმიდა მოწამე მანეფა კესარიის პალესტინაში ეწამა 307-308 წლებში, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. მას უპატიოდ, ცემა-ტყეპით დაატარებდნენ ქალაქის ქუჩებში, ბოლოს კი ცოცხლად დაწვეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.