თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 39 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1.124-ს მიაღწია, ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.801-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 118.690-ს მიაღწია.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 98.781 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 2.037, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.165 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.920 ადამიანი იმყოფება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.