ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალი პირად ცხოვრებას საჯაროდ არ განიხილავს, თუმცა ამჯერად მან სასაცილო მიმოწერის გამოქვეყნება გადაწყვიტა საკუთარ გვერდზე. მალე აღნიშნული ფოტო ვირტუალურ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა. ნახეთ რა მისწერა სავარაუდოდ საყვარელმა ქალმა მეორე ნახევარს: „დამსინე და მიწაში იარე“. სქრინი ნოდიკომ თავად გამოაქვეყნა და სიცილის სმაილებიც დაურთო.
View this post on Instagram
2019 წელს ნოდიკოს სიყვარულზე ტაბლოიდები პირველად ალაპარაკდნენ. პოპულარული ქართველი მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი შეყვარებული იყო. ინფორმაციას ქართულ მასმედიაში აქტიურად განიხილავდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნოდიკო ტატიშვილის რჩეული ჟურნალისტი მარი ბერიძეა, რომელიც იმ პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „პროფილში“ სტაჟიორად მუშაობდა. საუბრობდნენ, რომ წყვილმა ერთმანეთი გადაცემის ჩაწერაზე გაიცნო. გოგონა 24 წლისაა და წარმოშობით ბათუმიდანაა.
პოზიტიური და ქართველი მსმენელის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი მშობლებთან ერთად ეკრანებზე უფრო ხშირად ჩნდება. მისი ჰიტები ყოველთვის აქტუალურია. ნოდიკოს და მისი მშობლების თბილი ურთიერთობა ფოტოებითა და ერთობლივი ინტერვიუებით იგრძნობა. არტისტს დედასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი აქვს. გარდა ამისა, ნოდიკოს დიდი სურვილით ისინი საზღვარგარეთ მოგზაურობენ, სადაც ოჯახი უფრო მეტად ერთიანდება. ნოდიკო გადატვირთული გრაფიკისა და გადაღებების გამო მშობლებს არც ისე ხშირად ნახულობს, კორონავირუსმაც ყველაფერი შეცვალა.
View this post on Instagram
34 წლის შემსრულებელი მრავალი საერთაშორისო კონკურსის მონაწილეა. მათ შორის არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსი „ევროვიზია“. 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილი სოფო გელოვანთან ერთად, თბილისში ჩატარებულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსი შვედეთის ქალაქ მალმიოში ჩატარდა. აქ ნოდიკომ და სოფომ საკუთარი თავი ღირსეულად წარადგინეს, თუმცა სიმღერამ Waterfall მათ მხოლოდ მე-15 ადგილი არგუნა.