Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემს წარმოდგენაში კაცი უნდა იყოს ასეთი“ – მაია ასათიანის სკანდალური განცხადება – ვიდეო

© Photo: Toq-shou profili / FBმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილმა ჟურნალისტმა მაია ასათიანმა მისთვის სასურველი მამაკაცი საჯაროდ გამოაჩინა. ვინ არის მისთვის იდეალური?

მაია ასათიანმა ფავორიტი მამაკაცის ვიდეო გამოაქვეყნა. ჟურნალისტისთვის სასურველი კაცი ნოდიკო ტატიშვილი აღმოჩნდა, რომელსა მაია ასათიანი ახალ ბინაში ესტუმრა. ვიდეომაც არ დააყოვნა. ჟურნალისტი კეთილი სიტყვებითა და სრული გულახდილობით აცხადებს, რომ ნოდიკო მისთვის იდეალური მამაკაცია და სწორედ ასეთი სურს ჰყავდეს გვერდით.

„აი, ჩემ წარმოდგენაში კაცი უნდა იყოს ასეთი და იდეალური ქმარიც. ნახეთ რა ლამაზი სუფრა გაგვიშალა, რა საოცარი სახლი აქვს და თვითონაც რა ლამაზია“, – ამბობს მაია. ამ დროს კი ნოდიკო ტატიშვილი კეთილმოწყობილ სამზარეულოში დგას და მოულოდნელ სტუმარს ყავას უმზადებს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. რამდენიმე თვის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა მისი ცხოვრების აქამდე უცნობ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო.

სითამამით გამორჩეული ჟურნალისტის ცხოვრება დრამატულად ვითარდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაიამ საკუთარ თავში ძალა იპოვა და ახალი ცხოვრება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0