დარჩა მხოლოდ ოთხი: რომელმა ქართულმა პარტიებმა განაცხადეს უარი სახელმწიფო დაფინანსებაზე

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია. 8.11.2020
საპროტესტო აქცია. 8.11.2020 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით უკვე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. დღეს მათ „პატრიოტთა ალიანსი“ შეუერთდა.

იქნება თუ არა აქციები? ოპოზიცია ყველა სცენარისთვის მზად იქნება >>

მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„აქციებს არ ავკრძალავთ“ – პრემიერი ოპოზიციის პროტესტზე

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“.

შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა „ევროპულმა საქართველომაც“.

ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებასაც“ მიმართა.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, რადგან ეს უფლება მოქმედი კანონმდებლობით ენიჭება იმ პარტიებს, რომლებმაც არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახეს.

ყველაზე პრინციპულები

ოპოზიცია 31 ოქტომბრის შემდეგ საპროტესტო აქციებს არ წყვეტს, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები პრაქტიკულად უცვლელი რჩება.

ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. მისი თქმით, უცნაურია, როდესაც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფები და ამავდროულად დაფინანსებას მოითხოვ. ანალოგიური შეხედულება აქვს პარტია „ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს. რაც შეეხება „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, ის აცხადებს, რომ დაფინანსების მოთხოვნა ირიბად არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას ნიშნავს.

„პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია. ირიბი ლეგიტიმატიცაა არჩევნების შედეგების. გამოვა კოლექტიური კობახიძე, იტყვის, ოპოზიციამ ამ ნაბიჯით არჩევნების ლეგიტიმურობა ცნოო და მართალი იქნება. ბოიკოტი ნიშნავს ყველაფერზე უარის თქმას... მესმის, რომ პარტიები ამ დაფინანსებაზე სხედან წლებია და არასოდეს უცდიათ დაფინანსების მობილიზება საკუთარი მხარდამჭერებისგან, მაგრამ ოდესმე უნდა დაიწყონ სწორად პილიტიკის კეთება. ახლა ჰქონდათ შანსი და ოცნების სასარგებლოდ გაისროლეს“, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ოპოზიციის არგუმენტები

რატომ გადაწყვიტეს ოპოზიციურმა პარტიებმა დაფინანსების მოთხოვნა, განმარტა „ნაცმოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა. მისი თქმით, სახელმწიფო დაფინანსება ოპოზიციური პარტიების ერთადერთ შემოსავალს წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში არჩევნები არ იმართება.

„ყველა პარტიის კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა, რომ ყოველწლიურად მიმართვა გააკეთოს სახელმწიფო დაფინანსების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს არის სახელმწიფო დაფინანსება და არა ბიძინა ივანიშვილის ფული. აქედან გამომდინარე, აღნიშნული მიმართვა ჩვენ გაკეთებული გვაქვს. საქართველოში ოპოზიციური პარტიების დაფინანსება ძალზედ მძიმე მდგომარეობაშია იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ბიზნესმენს ეკრძალება სიახლოვე“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კახა კალაძე: ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს

„ევროპულ საქართველოში“ ისაუბრეს იმაზე, თუ რაზე აპირებენ თანხების დახარჯვას.

პარტიის წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, პარტია არასდროს არ მალავდა, რომ თანხის მოთხოვნას აპირებდა. პარტია განაგრძობს ბრძოლას იმისათვის, რომ ხალხს დაუბრუნდეს არჩევანი და თანხა სწორედ ამაზე დაიხარჯება, აცხადებს ის.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის თქმით, დაფინანსებაზე უარის თქმა პარტიის თვითდაზიანებას ნიშნავს.

„სტრატეგია აღმაშენებელს“ ორჯერ მეტი გვეკუთვნის, რაც ამ მოცემულობით შეიძლება ავიღოთ, მაგრამ ამაზე საერთოდ უარის თქმა ზედმეტი თვითდაზიანებაა. ამას ელოდება ზუსტად ბიძინა ივანიშვილი, რომ პარტიები ფინანსურად მოახრჩოს, ამ საჩუქარს ჩვენ ვერ გავუკეთებთ, რადგან ჩვენი ამომრჩევლის უფლებები უნდა დავიცვათ. დაფინანსების სხვა მექანიზმი ჯერჯერობით საქართველოში არ არსებობს“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

ჯერ საქმე და ფული - მერე

როდესაც პარტიები მანდატის გამოყენებაზე და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, სამართლებრივი თვალსაზრისით ლოგიკურია, რომ არცერთმა ასეთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გარკვეული საქმიანობისთვის არის განკუთვნილი. დაფინანსების მიღება იმიტომ არის დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნებთან და არჩევნების შედეგებთან, რომ პარტიებმა პირველ რიგში, საპარლამენტო და პოლიტიკური საქმიანობა ამ რესურსების გამოყენებით წარმართონ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, შეჩერდება თუ არა იმ პარტიების დაფინანსება, რომლებიც პარლამენტში მუშაობაზე უარს იტყვიან, პარლამენტი გადაწყვეტს. თუმცა აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი „აუცილებლად იმსჯელებს", განაცხადა კობახიძემ.

პარტიების დაფინანსების საკითხზე კომენტარი გააკეთა ასევე პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარტია და ყველა დეპუტატი, რომლებსაც მოქალაქეებმა ხმა მისცეს.

საპროტესტო აქცია. დავით ბაქრაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ და „ოცნებამ“ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდის წინ კომპრომისის საზღვრები მონიშნეს

„ჩვენმა მოქალაქეებმა ყველას ერთად, ცხრა პარტიას დაგვავალეს: ამ პანდემიის კრიზისში, დასხედით ერთად, ერთად აიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად მართეთ ქვეყანა და ერთად გამოდით ამ კრიზისიდან. ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა შევასრულოთ. ჩვენ ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ამ პასუხისმგებლობის აღსრულებაში ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ მათი გადასაწყვეტია. ვიღაცა თუ ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ის უნდა გავითვალისწინოთ, არ დავამტკიცოთ ბიუჯეტი და დაფინანსების გარეშე დავტოვოთ ჯანდაცვის სისტემა და სოციალური დახმარების პაკეტები“, – განაცხადა გახარიამ.

საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

მმართველ პარტიაში არჩევნების გაყალბებას კატეგორიულად უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ის თავისუფალ, სამართლიან გარემოში ჩატარდა, რაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმაც აღნიშნეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0