მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საზოგადოებამ წყვილის ნიშნობის შესახებ Instagram-დან შეიტყო. 2019 წელი ნანუკა გოგიჩაიშვილისთვის ერთდროულად იყო ძალიან სევდიანი და ამავე დროს სასიხარულო.
View this post on Instagram
უმშვენიერესი მოდელის მამა, ყველასათვის საყვარელი მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა სწორედ გასულ წელს დაიღუპა. ის მძიმე სენს ხანგრძლივი დროის მანძილზე ებრძოდა. მამის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში მას საყვარელმა მამაკაცმა, ბიზნესმენმა ნიკა ნაყოფიამ მოულოდნელად ხელი სთხოვა.
View this post on Instagram
წყვილს გრანდიოზული ქორწილიც ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გოგიჩას გარდაცვალების გამო ცერემონია დროებით გადაიდო. მოგვიანებით წყვილმა მოკრძალებული ჯვრისწერის ცერემონია გადაიხადა.
სოციალურ ქსელში აქტიური ნანუკა უახლეს ვიდეოს საკუთარი საძინებლიდან აქვეყნებს. მეუღლის მაგივრად მას საწოლში გვერდი პატარა ძაღლმა დაუმშვენა. „ჰაკუ“ – ასე ეძახიან ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ წევრს. „მე და ჩემი ბავშვი“, – დაწერა ნანუკამ.
„მე და ჩემი რვაფეხა მეგობრის, პატარა მიქსერის, რომელიც სულ დარბის და არ ჩერდება, პატარა გურული თეთრი ვარდის ფურცლის დაბადების დღეა! 1 წლის გახდა ჩვენი პატარა თოვლის კაცი, როგორც მამა ეძახის... მიულოცეთ პატარა ჰაკუს და სურვილების ასრულება უსურვეთ!“ – ასეთი სიყვარულით აღნიშნავენ „ჰაკუს“ იუბილეს.
View this post on Instagram
ნანუკა გოგიჩაიშვილისა და ნიკა ნაყოფიას შორის ურთიერთობაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც ნიკამ ნანუკას Instagram-ზე საჯაროდ მიულოცა დაბადების დღე – გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: „გილოცავ ნანუკა! შენ ჩემთვის ხელოვნების საყვარელი ნიმუში ხარ“.
View this post on Instagram
ბოლო წლებია მოდელი ხატავს და ჩიკაგოში გამოფენებსაც მართავს. მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა გოგიჩაიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, კულუარებში აქტიურად საუბრობდნენ მათ წყვილზე. ბოლოს კი ნანუკამ Instagram-ის „სთორიში“ ხელის თხოვნის ვიდეო გამოაქვეყნა.