საქართველოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესს მონიტორინგს OSCE/ODIHR გაუწევს

CC0 / Pixabay / pixel2013 / მართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროცესზე დაკვირვების თხოვნით საერთაშორისო ორგანიზაციას ომბუდსმენის აპარატმა მიმართა.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მისია მზადაა თვალი მიადევნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

თემიდა - Sputnik საქართველო
საქართველოში „სასამართლო სკანდალი“ სრულდება? – ვენეციის კომისიის ხმაურიანი დასკვნა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა საქართველოსთვის ერთ-ერთი რთული თემაა, რომელმაც 2019 წლის დასაწყისში ხმაურიანი სკანდალი გამოიწვია. ვითარების დასამშვიდებლად მოსამართლეების შერჩევის ახალი წესები შემუშავდა. მათი ნაწილი უკვე შერჩეულია, თუმცა ყველა ადგილი არ შევსებულა, რადგან გადაწყდა, რომ წესები კიდევ გადაიხედოს და მოსამართლეების დამტკიცების საშუალება 2020 წლის მოწვევის პარლამენტს მიეცეს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თხოვნით მიმართა OSCE/ODIHR-ს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იმის გამო, რომ 2019 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები, რომელთა საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე შერჩევის პროცესი დაიწყო. ცხრა ვაკანსიაზე დოკუმენტების მიღება უკვე დასრულდა.

„ვინაიდან OSCE/ODIHR-ს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. ამ ეტაპისთვის ზუსტდება OSCE/ODIHR-ის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

პროცესს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს ასევე საქართველოს სახალხო დამცველი.

მოსამართლეთა შერჩევის წესი

შერჩევა ოთხ ეტაპად მიმდინარეობს, რის შემდეგაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო კანდიდატებს წარუდგენს პარლამენტს, რომელიც თითოეულ კანდიდატურას ცალ-ცალკე უყრის კენჭს. 

იუსიტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 ახალი მოსამართლე დანიშნა

პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს ფარულ კენჭისყრას კანდიდატების შესარჩევად. მათი რაოდენობა ვაკანსიების რაოდენობას სამჯერ უნდა აღემატებოდეს.

შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითოეულ კანდიდატს გაესაუბრება საჯაროდ და შეამოწმებს ინფორმაციას მათ შესახებ.

შემდგომ ეტაპზე, გასაუბრების შედეგად, მცირდება კანდიდატების რაოდენობა უზენაეს სასამართლოში ვაკანტური ადგილების შესაბამისად.

ბოლო ეტაპია კენჭისყა, რათა საბოლოოდ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინონ. სიაში ხვდება ის, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა 2/3 მისცემს ხმას.

ყველა ახალი ამბავი
0