შემთხვევა სამეგრელოში: მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება სამეგრელოში
სასწრაფო დახმარება სამეგრელოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი სანადიროდ დაბა ჯვარის ტყეში იმყოფებოდა, მას იარაღი გაუვარდა და დაიჭრა. ტყიდან ვერტმფრენით მისი გამოყვანა ვერ მოხერხდა, ამიტომ მაშველებს ის საკაცით მოჰყავთ

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. ამის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა.

„შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0