უსინათლო მოსწავლეები აუდიოფორმატის სახელმძღვანელოებით ისწავლიან

© photo: Sputnik / Stringerბრაილის შრიფტი
ბრაილის შრიფტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ ეტაპზე სამინისტრო აუდიოფორმატში IV-VII კლასის ყველა გრიფირებული სახელმძღვანელოს ინტეგრირებას განახორციელებს.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში უსინათლო ბავშვებისთვის აუდიოფორმატის სახელმძღვანელოები გაჩნდება, იუწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

უსინათლო მამაკაცი  - Sputnik საქართველო
შექმნილია „კანით ხედვის“ უნიკალური აპარატი უსინათლოებისთვის: პატენტი გაცემულია

სამინიტროს მხარდაჭერით აუდიოფორმატში IV-VII კლასის ყველა გრიფირებული სახელმძღვანელო ინტეგრირდება. გახმოვანებული წიგნებით არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სხვა დაინტერესებული პირებიც ისარგებლებენ. სახელმძღვანელოები სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, განათლების ხარისხის ყველასთვის თანაბარი ხელმისაწვდომობა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„ამ მხრივ სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლეების საგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფა, რათა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება ინტენსიურად ჩაბმა სოციალურ ცხოვრებაში და მისი პიროვნების სრულფასოვანი, მათ შორის, კულტურული და სულიერი განვითარება“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

საქართველოს განათლების სამინისტრომ უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით აწყობილი და რელიეფური ნახატებით დაბეჭდილი ახალი გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები უკვე გადასცა. აღნიშნული რესურსები მოსწავლეებს დაეხმარება ინფორმაციის მიღებაში როგორც ტექსტის სახით, ასევე სახელმძღვანელოებში მოცემული ვიზუალური მასალების შეხებითაც.

ყველა ახალი ამბავი
0