მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„გააკეთეთ, რაც საჭიროა“: ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა და GSA-ს რეკომენდაცია მისცა

© AP Photo / Alex Brandonდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელისუფლების გადაცემის ფორმალური პროცედურების დაწყება დაუშვა, თუმცა არჩევნებში დამარცხება არ უღიარებია.

თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება მისცა გენერალური სერვისების სააგენტოს (GSA) – „გააკეთოს რაც საჭიროა პირველადი პროტოკოლების თანახმად“ ჯოზეფ ბაიდენის მთავრობისთვის ხელისუფლების გადასაცემად.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ GSA-მ და მისმა ხელმძღვანელმა ემილი მერფიმ ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ცნეს და მზად არიან ხელისუფლების გადაცემის დასაწყებად.

​„ჩვენი საქმე მყარად მიიწევს წინ, ჩვენ განვაგრძობთ მტკიცე ბრძოლას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გავიმარჯვებთ! მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ემილი მერფიმ და მისმა გუნდმა გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა პირველადი პროტოკოლების თანახმად. იგივე ვუთხარი ჩემს გუნდსაც“, — დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური პროცედურების დაწყება დაუშვა, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კვლავ არ ცნობს მარცხს საპრეზიდენო არჩევნებში.

მანამდე კი ჯო ბაიდენმა უკვე დაასახელა იმ კანდიდატების ვინაობა, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე მოიაზრებს.

ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
ბაიდენმა ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო: დასახელდა კანდიდატები საკვანძო პოსტებზე

მაგალითად, სახელმწიფო მდივნის პოსტი შეიძლება ტონი ბლინკენმა დაიკავოს, გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა — ლინდა თომას-გრინფილდმა, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოსტი — ჯეიკ სალივანმა. შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელად მოიაზრება ალეხანდრო მაიორკასი, ხოლო ეროვნული დაზვერვის დირექტორად — ავრილ ჰეინსი. ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ შესაძლოა კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენლის პოსტი დაიკავოს.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა, თუმცა მისი საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ არის გამოცხადებული. როგორც ამერიკული მასმედია იუწყება, ჯო ბაიდენს უკვე მიღებული აქვს გამარჯვებისთვის საკმარისი ხმები ამომრჩეველთა კოლეგიისგან. მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა უკვე მიულოცა გამარჯვება დემოკრატ კანდიდატს.   

ამასთან მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატებს „არჩევნების მოპარვის“ მცდელობაში ადანაშაულებს და მის შტაბს სასამართლოებში შეაქვს სარჩელები. როგორც ტრამპის ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი ირწმუნება, არჩევნების პროცესში დარღვევებს სისტემური ხასიათი ჰქონდა.

ყველა ახალი ამბავი
0