ამომრჩევლებმა არჩევანი იმ ორ კანდიდატს შორის გააკეთეს, რომლებსაც საუკეთესო შედეგები ჰქონდათ 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნებს, ისინი საარჩევნო ბიულეტენში მაინც დარჩნენ, მეორე ტურში მათ ხმების 5%-დან 12%-მდე მიიღეს. ამასთან, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ყველა მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვეს.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში წარმოდგენილია არჩევნების წინასწარი შედეგები, რაც ცესკომ ამომრჩეველთა ხმების 100%-ის დამუშავების შემდეგ თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.
საბოლოო შედეგები უნდა გამოცხადდეს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. შედეგების გასაჩივრება თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი დღის განმავლობაშია შესაძლებელი.