კოვიდ–სტატისტიკა საქართველოში: დედაქალაქში კვლავ ყველაზე მეტი შემთხვევაა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 111 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული 3.128 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.504 შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, მესამეზე კი იმერეთია.

დღეს გამოვლენილი შემთხვევების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასეთია: აჭარა – 576, იმერეთი – 212, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 189, ქვემო ქართლი – 129, კახეთი – 116, მცხეთა-მთიანეთი – 105, შიდა ქართლი – 101, სამცხე-ჯავახეთი – 97, გურია – 87, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12. 
აქცია - Sputnik საქართველო
COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 პაციენტი. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.051 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისათვის საქართველოში 18.526 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ–კლინიკებში მოთავსებულია 6.192 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 2.734, აჭარაში – 1.036, იმერეთში – 1.239.

932 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 413 პირი, მათ შორის, თბილისში – 203, აჭარაში – 108, იმერეთში – 41. ბინაზე 8.595 პირი მკურნალობს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2.102 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 435, აჭარაში – 1.077, ხოლო იმერეთში – 33.

თვითიზოლაციაში იმყოფება 53.352 პირი, საიდანაც თბილისშია 16.938 ადამიანი, აჭარაში – 14.779, იმერეთში – 5.243.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 111.818-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0